ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს - ფრიდრიხ მერცი

19.05.25 23:07
ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს - ფრიდრიხ მერცი

ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე წერს.

განცხადება  გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუს დიქტატორ, ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაავრცელა. 

ევროპა და ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულები არიან: ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის გზაზე უკრაინას მხარს მტკიცედ დავუჭერთ. ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით“, - წერს ფრიდრიხ მერცი.

ცნობისთვის,  2 საათიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა

"რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს" - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა. 

მოლაპარაკებების  შესახებ წერს ვლადიმერ პუტინიც - "რუსეთი მზადაა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე ითანამშრომლოს" - ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს რუსული მედია. 

მთავარი გზავნილები, რომელიც დიქტატორმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა ვრცად ნახეთ აქ.   

მსგავსი სიახლეები