ურსულა ფონ დერ ლაიენის პირველი რეაქცია ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკების შემდეგ

"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პლატფორმა X- ზე წერს.
მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მისი დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ კვლავ ჩართულობას ინარჩუნებს. უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 2 საათიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა.
"რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს" - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.
მოლაპარაკებების შესახებ წერს ვლადიმერ პუტინიც - "რუსეთი მზადაა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე ითანამშრომლოს" - ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს რუსული მედია.
მთავარი გზავნილები, რომელიც დიქტატორმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა ვრცად ნახეთ აქ.