ზელენსკის პირველი რეაქცია: არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს
არავინ დათმობს თავის მიწებს - ასეთია უკრაინის პრეზიდენტის პირველი რეაქცია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიებიდან ჯარებს არ გაიყვანს.
პუტინთან საუბრამდე ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია...
ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, 2 საათიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა.
"რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს" - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.
მოლაპარაკებების შესახებ წერს ვლადიმერ პუტინიც - "რუსეთი მზადაა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე ითანამშრომლოს" - ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს რუსული მედია.
მთავარი გზავნილები, რომელიც დიქტატორმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა ვრცად ნახეთ აქ.
ფოტო: sky news