რინკევიჩი: ერთადერთი გზა, რომ რუსეთი ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდეს, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა

ლატვიის პრეზიდენტის, ედგრას რინკევიჩის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციების დაწესების განხილვა აუცილებელია, რათა უკრაინასთან ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდეს.
ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებებსა და ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე დათანხმდეს, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. 2 საათიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა.
"რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს" - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.
მოლაპარაკებების შესახებ წერს ვლადიმერ პუტინიც - "რუსეთი მზადაა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე ითანამშრომლოს" - ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს რუსული მედია.
მთავარი გზავნილები, რომელიც დიქტატორმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა ვრცად ნახეთ აქ.