პუტინი ტრამპის 10-დღიან ულტიმატუმზე პირველ კომენტარს აკეთებს

03.08.25 12:03
პუტინი ტრამპის 10-დღიან ულტიმატუმზე პირველ კომენტარს აკეთებს

ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის 10-დღიან ულტიმატუმთან დაკავშირებით პირველი  კომენტარი გააკეთა.

"ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებიდან მომდინარეობს" - განცხადება პუტინმა ვალაამის სამონასტრო კომპლექსში გააკეთა, სადაც ის  ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად იმყოფებოდა.

"რაც შეეხება ნებისმიერ იმედგაცრუებას, რომელსაც ვინმე განიცდის, ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებიდან მომდინარეობს. ეს ცნობილი, ზოგადი წესია", - თქვა ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერმა.

მისი თქმით,  უკრაინაში ომის დასრულებას "სერიოზული დისკუსიები სჭირდება" - არა საჯარო, არამედ მშვიდი მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, დონალდ ტრამპმა, რუსეთს 10-დღიანი ვადა მისცა, რათა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.