20 ივნისის საქმე - რა პრეცედენტი შექმნა სტრასბურგმა
რას შეცვლის 20 ივნისის საქმეზე სტრაბრუგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის? უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამ პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებზე დაზარალებული ადამიანებისთვის წართმეული უფლებებისთვის ბრძოლა საერთაშორისო სასამართლოებში ბევრად უფრო მარტივი იქნება.
- ცნობილია სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე
- სტრასბურგი: ე.წ. გავრილოვის ღამის მოქალაქეების მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში
- სტრასბურგი გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვს
ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი. დიდმა პალატამ განაცხადა, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დარღვევა ორგანულ კავშირში იყო მოცემულ შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის გამო კონვენციით გათავლსიწინებული უფლების დარღვევასთან. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ეს ასევე 2024 წლის დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით და ყველა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც უკანასკნელი წლსი განმავლობაში "ქართული ოცნება" ახორციელებს, როგორც საკანონმდებლო, ისე კანონის აღსრულების დონეზე. მან ფაქტობრივად მოსპო ქვეყანაში შეკრების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლება და ეს პრეცედენტი იქნება ძალზე მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ ანალოგიური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ახლა უკვე სხვა მოვლენებთან დაკავშირებითაც"- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე.
საისს იურისტი კი თამარ ონიანი ყურადღებას ამახვილებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერზე და ამბობს, რომ ამის შემდეგ "ოცნებას" მოუწევს აქციების მართვის ოპერაციების დროს კანონმდებლობა და პრაქტიკა მოიყვანოს ევროკომისიის სტანდარტებთან შესაბამისობაში.
ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადი კონტექსტისთვის ასევე არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ასევე იმსჯელა იმ ეროვნულ ჩარჩო-კანონმდებლობაზე, რომელიც აქტიური სპეციალური საშუალებების ირგვლივ არსებობს ქვეყანაში, რომლებიც აქციების მართვის ოპერაციების დროს აქტიურად გამოიყენება. ასევე დაადგინა მათი კონვენციასთან შესაბამისობის საჭიროება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება ვალდებული, დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას და შესაბამისად მისი კანონმდებლობა და პრაქტიკა მოიყვანოს შესაბამისობაში ევროკომისიის სტანდარტებთან, რაც არსრულების შემთხვევაში გამოიწვევს ნაკლები ადამიანის დაზარალებას აქციების მართვის ოპერაციების დროს", - ამბობს თამარ ონიანი.
თორნიკე რაზმაძე, რომელიც უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეა, ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს, რომ მსგავსი ძალადობა მოქალაქეებსი წინაააღმდეგ არ დარჩება დაუსჯელი,
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველ რიგში რასაც გვიჩვენებს, არის ის, რომ ისეთი ტიპის დანაშაული, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არაერთგზის ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ“, არ დარჩება დაუსჯელი. გამორიცხულია, რომ ეს დაუსჯელი დარჩეს, ერთადერთი კითხვის ნიშანი დროა და ჩვენ გვინდა, რომ მალე დადგეს შედეგები, თორე, როგორც 20 ივნისზე გამოვიდა გადაწყვეტილებები და ახლა იძახიან, კი ვეთანხმებითო და ერთმანეთს აბრალებენ, გახარია და „ქართული ოცნება“, ვითომ სხვადასხვა ყოფილიყვნენ მაშინ, აი, ზუსტად ასე, დარწმუნებული ვარ და გაცილებით მძიმე შედეგი დადგება გასული ერთი წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ. ამას აქვს დამატებითი დამამძიმებელი კომპონენტები, მათ შორის ეს საწამებელი მანქანები, რომლებიც ჰყავდათ და ასევე ქიმიური ნივთიერებები, რომლითაც ხალხი დაწამლეს, - განაცხადა რაზმაძემ.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.
დაზარალებულების უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“.
- დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.