სტრასბურგი: ე.წ. გავრილოვის ღამის მოქალაქეების მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში

11.12.25 14:09
სტრასბურგი:  ე.წ. გავრილოვის ღამის მოქალაქეების მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20-21 ივნისის დარბევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

  • ცნობილია, რომ დადგენილების დოკუმენტის მიხედვით, 26-ვე მომჩივანმა სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა მოიგო.

სასამართლომ დაადგინა, რომ ე.წ. გავრილოვის ღამის 26 მოქალაქის მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში.

სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის 646 000 ევროს გადახდა დაეკისრა. 

რეზინის ტყვიები გამოყენებულ უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული მიზნით და არა როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება. 
მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მიზანში ამოღებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. 

ლითონის შემცველი ტყვიები მათი ბუნებრივი საფრთხეების და სერიოზული დაზიანების გაზრდილი ალბათობის გამო, არ უნდა იქნას გამოყენებული;

მათი გამოყენება უნდა სრულდებოდეს შესაბამისი წინასწარი გაფრთხილებით, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გაფრთხილება აშკარად არარელევანტურია ან შეუძლებელია;

რეზინის ტყვიები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადოდ არიან გაწვრთნილი და ინსტრუქციებით უზრუნველყოფილი, არა მხოლოდ იარაღის ტექნიკური მახასიათებლების, არამედ მისი გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებაც;
ამ საშუალებების გამოყენება, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ ბრძანებებს და ცენტრალიზებულ კონტროლს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დიდმა პალატამ გამოყო რამდენიმე სისტემური ხარვეზი შიდა ნორმატიულ ჩარჩოში, რომლებმაც, როგორც ჩანს, გავლენა იქონია აქციის დაშლის პროცესზე. ამ მიზეზითაც, სასამართლომ დაადგინა კონვენციის 3-ე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა"- ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში. 

ასევე ნახეთ: