რა სახის შეტყობინებები შევიდა პუტინის პრესკონფერენციის მიმდინარეობისას მოპირდაპირედ დამონტაჟებულ ეკრანზე
"პირდაპირი ეთერი კი არა, ცირკია" - ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, კრიტიკული შეტყობინებები შევიდა.
შეტყობინებები, რომელიც პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მოპირდაპირედ დამონტაჟებულ ეკრანზე გამოჩნდა, ასეთი შინაარსის იყო:
- "რატომ ცხოვრობს ჩვეულებრივი ხალხი პაპუასებზე ცუდად?".
- "როდის ვიცხოვრებთ კარგად და ტყუილის გარეშე";
- "შეაჩერეთ ფასების გაგიჟებული ზრდა";
- "როდის დააბრუნებენ ნორმალურ ინტერნეტს? საკუთარი პრეზიდენტისთვის მიმართვის გაგზავნაც კი შეუძლებელია";
- "სად არის სტალინის სული - სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?"
ასევე ნახეთ პუტინის გნაცხადებები პრესკონფერენციიდან: