"ჩვენ გავარკვევთ… შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა" - ტრამპი

29.12.25 23:56
"ჩვენ გავარკვევთ… შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა" - ტრამპი

"ჩვენ გავარკვევთ… შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმის შესახებ, რუსული მედიის გავრცელებულ ინფორმაციის შეეხებოდა.

მე ეს არ მომწონს. ეს კარგი არ არის. ამის შესახებ დღეს დილით გავიგე. იცით ვინ მითხრა ამის შესახებ? პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა. დილით ადრე მან მითხრა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის.

არ დაგავიწყდეთ, თქვენ იცით, რომ Tomahawk-ები მე შევაჩერე. მე ეს არ მინდოდა…

ეს დროის ძალიან დელიკატური პერიოდია. ახლა ამისთვის სწორი დრო არ არის. ერთია, რომ შეტევაზე იყო, რადგან ისინიც შეტევაზე არიან. [თუმცა,] მის სახლზე იერიში სულ სხვაა. ახლა ამის გაკეთება სწორი არ არის და ამას ვერ გააკეთებ. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტ პუტინისგან შევიტყვე. ძალიან გავბრაზდი ამის გამო...

ჩვენ გავარკვევთ… შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა - ალბათ, ესეც შესაძლებელია. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით მითხრა, რომ ეს მოხდა," - განაცხადა ტრამპმა. ("ტაბულას" თარგმანი)

მსგავსი სიახლეები