HRANA - ირანში დაღუპულთა რაოდენობა 466-მდე გაიზარდა

11.01.26 21:49
HRANA - ირანში დაღუპულთა რაოდენობა 466-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა  გაიზარდა.  Human Rights Activists News Agency (HRANA) ის ცნობით, დაღუპულთა რიცხვმა 466-ს მიაღწია.

ეს მაჩვენებელი წინა მონაცემთან შედარებით ორჯერ მეტია - ორგანიზაცია 203 გარდაცვლილზე საუბრობდა. 

Iran International-ის ინფორმაციით, ირანში ბოლო 48 საათში 2 000 ადამიანი დაიღუპა.

BBC-სთან ირანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალები ახალგაზრდებს თავში და გულში დამიზნებით ესვრიან.

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია.

გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხამენეის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე ირანის წინააღმდეგ იერიშის მიტანას განიხილავს. 

ირანის პარლამენტის სპიკემა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ მათ თავს დაესხმება, ირანის მთავრობის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზები, გემები და ისრაელი გახდება.

მსგავსი სიახლეები