Sky News: ირანელი აქტივისტი, ერფან სოლტანი დღეს, სიკვდილით არ დასჯილა

14.01.26 23:49
Sky News: ირანელი აქტივისტი, ერფან სოლტანი დღეს, სიკვდილით არ დასჯილა

ირანელი აქტივისტი, ერფან სოლტანი, დღეს, სიკვდილით არ დასჯილა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ოჯახის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ირანელი დემონსტრანტის ოჯახის ცნობით, ერფან სოლტანი შესაძლოა სიკვდილით ნებისმიერ დროს დაისაჯოს. 

ცნობისთვის, 26 წლის აქტივისტი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Hengaw-ის ცნობით, ის კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი პირველია, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.