WHO-მ ინდური ვაქცინა Covaxin გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Covaxin გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი წარმოებული ვაქცინა კორონავირუსის მიმართ 78%-ით ეფექტურია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მრჩეველთა ჯგუფმა რეკომენდაცია გასცა, რომ ვაქცინის 2 დოზას შორის ინტერვალი 4 კვირა იყოს. ვაქცინის მიღებას 18 წლის ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.
დღემდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის შემდეგი ვაქცინები დაამტკიცა - Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca, Johnson & Johnson, Sinovac Biotech და Sinopharm. ვაქცინებს შორის არ არის რუსული Sputnik V.