დიდი ბრიტანეთი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სიაში ჩინურ ვაქცინებს და ინდურ „კოვაქსინს“ ამატებს

დიდმა ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სიაში ჩინური „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და ინდური „კოვაქსინი“ შეიტანა. ცვლილებები ძალაში 22 ნოემბრიდან შევა. ამ ვაქცინებით აქრილი პირები საზღვარზე დაბრკოლების გარეშე შევლენ.
გარდა ამისა, მარტივდება მოგზაურობის წესები დიდ ბრიტანეთში შემსვლელთათვის - 18 წლამდე ასაკის პირებს ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინის გავლის გარეშე შეუშვებენ.