AP: თეთრმა სახლმა კონგრესს წერილობით აცნობა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები “დასრულდა“

01.05.26 23:49
AP: თეთრმა სახლმა კონგრესს წერილობით აცნობა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები “დასრულდა“

თეთრმა სახლმა კონგრესს გაუგზავნა წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ მიუხედავად რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფნისა, ირანთან საომარი მოქმედებები „შეწყდა“ – ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.

გამოცემის ცნობით, კანონის თანახმად, დონალდ ტრამპს პირველ მაისამდე კონგრესის თანხმობა უნდა მოეპოვებინა ომის გასაგრძელებლად.

„შეერთებული შტატების ოპერაციების წარმატებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე ძალისხმევის მიუხედავად, ირანის მხრიდან საფრთხე შეერთებული შტატებისა და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია“,- ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში, რომელსაც  „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.