ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ჩავიდა

03.05.26 17:50
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრები ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

ნიკიფოროვის ინფორმაციით, სამიტი ორდღიანია და ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები