საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა - დაკავებულია 565 ადამიანი
საფრანგეთში სოციალური პროტესტი გრძელდება. ცხოვრების გაძვირებისა და საჯარო მომსახურების მდგომარეობის გაუარესების გამო, 31 ოქტომბერს ასობით ათასი ადამიანი კვლავ ქუჩაში გამოვიდა. მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა პარიზში, მარსელსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში. აქციების ნაწილი სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლებში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 320 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 70 ათასმა - პარიზში. ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ დემონსტრანტების რაოდენობა თითქმის 500 ათასს აღწევდა. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ 565 ადამიანი დააკავა.
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები უკვე მესამე კვირაა გრძელდება.