„საქართველოში განსხვავებულ აზრს რეგულარულად ახშობენ“ - France 24-ის რეპორტაჟი

01.11.26 10:29
„საქართველოში განსხვავებულ აზრს რეგულარულად ახშობენ“ - France 24-ის რეპორტაჟი

„საქართველოს ევროპული ოცნება გაურკვევლობაშია“ - ამ სათაურით ფრანგულმა ტელეკომპანია France 24-მა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა.

თითქმის 16-წუთიანი სიუჟეტი 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებისა და მასშტაბური პროევროპული საპროტესტო გამოსვლების გახსენებით იწყება. ჟურნალისტები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებებსა და განსხვავებული აზრის რეგულარულ ჩახშობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

რეპორტაჟში საუბარია ხელისუფლების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც, გამოცემის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ზღუდავს. France 24-ის ჟურნალისტები უწყვეტი პროტესტის მონაწილეებსაც ესაუბრნენ.

ფრანგული მედია აღნიშნავს, რომ, მიუხედავად საპროტესტო მოძრაობის შესუსტებისა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა, თბილისში ყოველდღიური დემონსტრაციები კვლავ გრძელდება, ხოლო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპულ მომავალს კვლავ უჭერს მხარს.

მსგავსი სიახლეები