მოსკოვში ტერაქტის საფრთხის გამო მუზეუმ-ნაკრძალი „ცარიცინო“ მინიმუმ ორი დღით დახურეს
მოსკოვში, მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო, მუზეუმ-ნაკრძალი „ცარიცინო“ ვიზიტორებისთვის დროებით დაიხურა. გადაწყვეტილება მინიმუმ ორდღიან შეზღუდვას ითვალისწინებს.
უსაფრთხოების საგანგებო ზომების მიღებას წინ უძღოდა აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გაფრთხილება. დიპლომატიური მისიის განცხადებით, არსებობდა სარწმუნო ინფორმაცია მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაძლო თავდასხმისა და მასობრივი მსხვერპლის საფრთხის შესახებ, რის გამოც მოქალაქეებს აღნიშნული ტერიტორიისთვის თავის არიდების მკაცრი რეკომენდაცია მიეცათ.
სავარაუდო ტერაქტის მომზადების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმაც (FSB) დაადასტურა, რის შემდეგაც კომპლექსის ტერიტორია სრულად ჩაიკეტა.