ოკუპირებული ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაცია წარმატებით დასრულდა

01.11.26 10:10
ოკუპირებული ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაცია წარმატებით დასრულდა

ოკუპირებული ქალაქ ოლეშკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უპრეცედენტო ჰუმანიტარული მისია წარმატებით დასრულდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის მიზნით პირდაპირი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

სპეციალური ჰუმანიტარული დერეფანი 30 ოქტომბერს ამოქმედდა და რთული მრავალეტაპიანი ლოგისტიკური მარშრუტით განხორციელდა:

  • ოლეშკიდან ევაკუირებული მოქალაქეები ავტობუსებით ჯერ ანექსირებული ყირიმის გავლით რუსეთის ქალაქ ანაპაში გადაიყვანეს;

  • ანაპიდან ოთხი სპეციალური ავიარეისით ხალხი ბელარუსის ქალაქ გომელში ჩაფრინდა;

  • გომელიდან მოქალაქეებმა ჩერნიგოვის ოლქის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიარეს და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

მსგავსი სიახლეები