„ჩვენ დავბრუნდებით!“ - არჩევნებში დამარცხებული ვუჩიჩისა და ორბანის ერთობლივი გზავნილი
„ჩვენ დავბრუნდებით!“ - ამ სიტყვებით დასრულდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ერთობლივი ვიდეომიმართვა.
არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური მოკავშირეები 31 ოქტომბერს, ბელგრადის მახლობლად შეხვდნენ ერთმანეთს. ვუჩიჩმა ორბანს საკუთარი მამის სახლში უმასპინძლა და მას „დიდი მეგობარი და ძმა“ უწოდა.
ყოფილი სერბი ლიდერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივემ არჩევნებში მარცხი განიცადა, მათ ღირსება, სიამაყე და რწმენა არ დაუკარგავთ.
ორბანმა, თავის მხრივ, ვუჩიჩს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ რთულ პერიოდში მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცდება.
შეხვედრის ამსახველი ვიდეო ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, წარწერით : „ვიქტორი და მე. მეგობრობის ისტორია“. მიმართვის დასასრულს მან ორბანს ხელი მოხვია და კამერის წინ განაცხადა: „ჩვენ დავბრუნდებით!“