ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად ჩაითვლება — თეირანი ვაშინგტონს აფრთხილებს
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე ებრაჰიმ აზიზი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ნებისმიერი მოქმედება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად შეფასდება. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
„ჰორმუზის სრუტის ახალ საზღვაო რეჟიმში ნებისმიერი ამერიკული ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება,“ — წერს აზიზი.
მისივე თქმით, „ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის მართვა ტრამპის ბოდვითი პოსტებით არ მოხდება!“
აზიზის კომენტარი მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონი ორშაბათიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას გეგმავს.