ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა შევამციროთ ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში
"უნდა შევამციროთ ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში, მათ შორის ენერგეტიკაში, გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში" - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, "ძირითადად ისაუბრებენ" დამოუკიდებელი ევროპის მნიშვნელობაზე.
საჭიროა, შევამციროთ ჩვენი გადაჭარბებული დამოკიდებულება გარკვეულ სფეროებში. პირველი ეს არის ენერგეტიკა, ჩვენ ზედმეტად ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ წიაღისეულზე. ამიტომ ევროპაში უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი რესურსები.
მეორე სფერო, სადაც დამოუკიდებლობა გვჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება. საჭიროა, მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ სამხედრო შესაძლებლობები, რათა საკუთარი თავის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შევძლოთ. ასევე აუცილებელია სამხედრო შესაძლებლობების წარმოების პროცესის დაჩქარება და გაძლიერება.
დაკავშირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობა. ამ მიმართულებით სომხეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს"- თქვა მან.
4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი გაიხსნება. სომხეთში უკვე ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები. ერევანშია ირაკლი კობახიძეც.