შესაძლოა, რუსეთში 9 მაისის აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ - ზელენსკი
შესაძლოა, რუსეთში 9 მაისის აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე.
„რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, თუმცა ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ აღლუმზე იარაღის წარმოდგენას. შესაძლოა, ამ აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ. ეს აჩვენებს, რომ ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორებიც ადრე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ლატვიაში რეგისტრირებული რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა „ვაჟნიე ისტორი“ ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ვლადიმერ პუტინსს თავდასხმის, შეთქმულების და გადატრიალების მცდელობების ეშინია.