მოლდოვის პარლამენტმა რუსული ენის გამოყენება შეზღუდა, რის გამოც ოპოზიციამ სხდომა დატოვა
მოლდოვის პარლამენტმა პალატაში რუსული ენის გამოყენება შეზღუდა, რის შემდეგად პრორუსმა და მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
ახალმა პროცედურულმა წესებმა რუმინული ენა პალატის სამუშაო ენად გამოაცხადა. რუსული აქამდე კლასიფიცირებული იყო, როგორც "ეთნიკურ ჯგუფებს შორისი" ენა და დოკუმენტები რუტინულად ითარგმნებოდა.
კომუნისტური პარტიის წევრის, კონსტანტინ სტარისის განცხადებით, “ახალი რეგულაციები პარლამენტის ლეგიტიმურობას ძირს უთხრის.“