რუსებმა დნეპრის საცხოვრებელ უბანს რაკეტები დაარტყეს - დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან

18.05.26 10:01
რუსებმა დნეპრის საცხოვრებელ უბანს რაკეტები დაარტყეს - დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან

18 მაისის ღამეს, რუსმა ჯარებმა დნეპრის საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 16 ზრდასრული და ორი ბავშვი დაშავდა.  ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრ განჟა ავრცელებს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა დნიპროზე თავდასხმა კვირას საღამოდან დაიწყეს. თავდაპირველად, ქალაქს დრონებით შეუტიეს, მოგვიანებით კი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს.