ირანისთვის საათი წიკწიკებს, სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება - ტრამპი

18.05.26 10:09
ირანისთვის საათი წიკწიკებს, სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება - ტრამპი

ირანელებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან არაფერი დარჩება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება. დრო უმნიშვნელოვანესია“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ამასთან, გამოცემა Axios ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენების განსახილველად შეხვედრას გამართავს. 

"ტრამპს ომის დასრულება სურს, თუმცა ირანის მხრიდან აშშ-ს მოთხოვნების უარყოფისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე უარის თქმის გამო სამხედრო მოქმედების ვარიანტები კვლავ განიხილება"- დაწერა Axios-მა.

ამასთან, Axios-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 16 მაისს ტრამპი თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ირანის საკითხის განსახილველად შეხვედრა გამართა, რომელსაც ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და CIA-ს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი ესწრებოდნენ. 

პარალელურად, Times of Israel და Axios ავრცელებს ცნობას, რომ 17 მაისს, ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრის გამართვამდე ირანთან დაკავშირებით ელაპარაკა.

ისრაელური მედიის მიხედვით, ლიდერებმა ირანთან ომის განახლება და ასევე ჩინეთში ტრამპის ბოლოდროინდელი ვიზიტი განიხილეს.