ნარკო-სკანდალი თურქეთში - 25 პირის, მათ შორის მსახიობ სერენაი სარიქაიას დაკავების ორდერი გასცა
ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 25 ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გაიცა. ამ დროისთვის 16 ადამიანია დაკავებული. დაკავებულებს შორის არიან მაბელ მატიზი, ბერკაი შაჰინი, ფეიზა ციველექი, ონურ ტუნა და ოსმან ჰაქტან ჯანევი.
თურქული პრესა წერს, რომ ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ნარკოოპერაციები გრძელდება.
რაც შეეხება მსახიობ სერენაი სარიქაიას, რომლის დაკავების ორდერიც ასევე გაცემულია, მედიის ინფორმაციით, სერენაი სარიქაიას დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ის საზღვარგარეთ იმყოფება.
პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა სტამბოლის რაიონებში ჩატარდა და დაკავებულების მისამართებზე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.
ეჭვმიტანილები „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენის, მიღების, ფლობის ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობის“ ბრალდებით დააკავეს - აცხადებენ პროკურატურაში.