მარკო რუბიო ხვალ სომხეთს ეწვევა

25.05.26 13:18
მარკო რუბიო ხვალ სომხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდება.

პროტოკოლის მიხედვით, შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიო და არარატ მირზოიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.