ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებული მიტროპოლიტი ილარიონი გაათავისუფლეს

26.05.26 17:11
ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებული მიტროპოლიტი ილარიონი გაათავისუფლეს

ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ბრალდებით დაკავებული რუსი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიტროპოლიტს არ დაუწესეს დამატებითი შეზღუდვები, როგორიცაა გირაო ან ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

"მიტროპოლიტი ილარიონი და მისი თანმხლები მძღოლი ჩეხეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მათთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ისინი ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე გაათავისუფლეს გირაოს, ხელწერილის, ქვეყნის დატოვების აკრძალვის ან სხვა საპროცესო ვალდებულებების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი, ილარიონ ალფეევი, 25 მაისს, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით აიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტის ავტომობილის ჩხრეკის დროს საბარგულში თეთრი ფხვნილით სავსე 4 კონტეინერი აღმოაჩინეს.

მსგავსი სიახლეები