თურქეთის პოლიციამ ნარკოტიკების საქმეზე გამოძიების ფარგლებში თურქი ვარსკვლავები დააკავა
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის ცნობადი სახეები - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მომღერალი და მსახიობი ოზჯან დენიზი, ასევე მსახიობები დენიზ ჩაქირი და ბურჯუ ოზბერკი.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება პროსტიტუციას, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გასაღებას, ასევე, აკრძალული ნივთიერებების მოხმარებასა ან შენახვას უკავშირდება.