თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 5 ჯარისკაცი ემსხვერპლა

25.11.26 11:00
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 5 ჯარისკაცი ემსხვერპლა

თურქეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ ვერტმფრენი ესკიშეჰირის ცენტრალურ პროვინციაში სასწავლო ფრენას ახორციელებდა.

მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამჟამად უცნობია.