რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს პასუხობს

05.06.26 20:29
რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს პასუხობს

რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს პასუხობს და აცხადებს, რომ ის "უხეშობის ელემენტებს" შეიცავს. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

  • ცნობისთვის, მანმადე პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა ზელენსკის წერილი წაიკითხა.

ეს წერილი, რომელზეც ახლა თქვით, ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს. რა არის ეს? ეს პირადი შეხვედრისთვისა და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნის საშუალებაა თუ გარემოების შექმნაა, როდესაც რეალურად შეუძლებელია რაიმე პირადი შეხვედრების ჩატარება? ვფიქრობ, რომ ეს მეორეა," - განაცხადა პუტინმა.

  • ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს  და წერს, რომ უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ, - წერს ზელენსკი.
  • ზელენსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არაფერი ესაქმება მოსკოვში, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, შესაბამისად, ასახელებს ქვეყნებს, რომლებიც მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად.