NBC News: ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით დრონები გაუშვა
აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მიუხედავად, თეირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით დრონების გაშვებას აგრძელებს. ამის შესახებ NBC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დრონებს სრუტეში ყოველ ღამე უშვებს. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ეს ქმედებები შეთანხმების ხელმოწერის შემდეგაც არ შეწყვეტილა.
გამოცემის ცნობით, ირანული დრონების ნაწილი ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. აშშ-ის შეიარაღებული ძალები კი ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მათ მხარდაჭერას აგრძელებს.