პუტინის კრიტიკოსი რუსი არტისტის მკვლელობისთვის დაკავებულს ქართული პასპორტი აღმოაჩნდა
პოლონეთში ბიალა პოდლასკაში რუსი არტისტისა და სატირიკოსის, სემიონ სკრეპეცკის საქმეში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცნობით, ის ქართულ პასპორტს იყენებდა.
- ცნობისთვის, პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ბიალა პოდლასკაში პუტინის კრიტიკოსი არტისტი, რუსეთის მოქალაქე, სემიონ სკრეპეცკი, მოკლეს.
ბიალა პოდლასკაში რუსი კაცის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებაში ეჭვმიტანილი პირი ლუბლინის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა! ის ქართულ პასპორტს იყენებდა. ეს სამსახურები მუშაობენ იმ პირის ამოცნობაზე, ვინც მკვლელობა შეუკვეთა," - წერს დონალდ ტუსკი.
პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლიასკაში, 44 წლის რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი 15 ივნისს დილის საათებში, ავტოსადგომზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლეს.