ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ „განსხვავებული აზრის” მიუხედავად, აშშ-სთან შეთანხმებას დაეთანხმა
ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი წერილობით განცხადებას ავრცელებს და აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ადასტურებს.
წერილის მიხედვით, ხამენეი თავდაპირველად არ ეთანხმებოდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, მაგრამ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის გარანტიების შემდეგ მას განხორციელების უფლება მისცა.
ამასთან, სულიერი ლიდერი აღნიშნავს, რომ შეთანხმების მისაღწევად “სასოწარკვეთილმა დონალდ ტრამპმა ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა“.
“როგორც მოგეხსენებათ, ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამ ეტაპის მიღწევის გზაზე ირანის ხელისუფლებამ თანაგრძნობითა და კეთილი ნებით ბევრი ძალისხმევა გასწია და, რა თქმა უნდა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ის, ვინც სასოწარკვეთილების გამო ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა ამ მიზნით. პრინციპულად, მე განსხვავებული აზრი მქონდა: თუმცა, იმ ვალდებულებების გამო, რომელიც პატივცემულმა [ირანის] პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, საკუთარი და სხვა წევრების სახელით მომცა ირანელი ერისა და წინააღმდეგობის ფრონტის უფლებების დაცვის შესახებ და ამ პასუხისმგებლობის ცალსახად აღიარების გამო, მე ნებართვა მივეცი”, - ნათქვამია განცხადებაში.