კირ სტარმერი თანამდებობას ტოვებს

22.06.26 13:57
კირ სტარმერი თანამდებობას ტოვებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა თავად განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკაში მილიონობით ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის მოვიდა და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას ეხებოდა.

სტარმერის ინფორმაციით, დილით მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.

ამასთან, მან ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს სთხოვა, შეემუშავებინათ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ლიდერობის კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება და შემოდგომამდე დასრულდება.

BBC-ის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ახალ ლიდერს, სექტემბერში პარლამენტის დაბრუნებამდე აირჩევენ. მანამდე კი სტარმერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.

სტრამერის გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გაწული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება თქვენი წყალობით უფრო ძლიერია. გმადლობთ, ძვირფასო კირ“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.