რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

22.06.26 14:46
რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში - წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“ განხორციელდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებში ჩანს, როგორ ამოდის ქარხნიდან ძლიერი კვამლი. გავრცელებული ინფორმაციით, ვორონეჟს ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტებით დაარტყეს.

საჯარო წყაროებში გავრცელებული ცნობებით, ქარხანა აწარმოებს ტრანზისტორებს, დიოდებს, მიკროსქემებს და სიმძლავრის მოდულებს, რომლებიც გამოიყენება რუსული რაკეტების (მათ შორის „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ რაკეტების მართვის სისტემებში, ასევე რადიოლოკაციურ სადგურებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებში.