ეძებენ "მექსიკელ ბეტმენს", რომელიც მოტოციკლეტების ქურდებს იჭერს და წებოვანი ლენტით განათების ბოძებზე აკრავს
უცნობმა პირმა მოტოციკლეტების ქურდები დააკავა და წებოვანი ლენტის საშუალებით განათების ბოძებზე მიაკრა - შემთხვევა მექსიკის ქალაქ ლაგოს დე მორენოში მოხდა.
მედიის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით ასეთი, სულ მცირე, ხუთი პირი აღმოაჩინეს, რომელთაც შუბლზე აქვთ დატანილი წარწერა „ქურდი“.
იქვე დატოვებულია ის მოტოციკლეტებიც, რომელთა მოპარვის მცდელობაშიც ეჭვმიტანილები გამოიჭირეს.
უცნობ პირს ხალხმა „მექსიკელი ბეტმენი“ შეარქვა. ხალისკოს პოლიცია ახლა ამ „სუპერგმირს“ ეძებს.