გერმანიაში, ქალაქ შტადეში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტადეში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის წარმომადგენელმა მედიას დაუდასტურა, რომ გარდაცვლილები ზრდასრულები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი, მათ შორის სავარაუდო მსროლელიც.
მათივე ცნობით, მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.