კილომეტრიანი რიგები საწვავისთვის - რუსეთში კრიზისია

29.06.26 21:17
კილომეტრიანი რიგები საწვავისთვის - რუსეთში კრიზისია

 

 

სასოწარკვეთილი დიასახლისი მოსკოვიდან ტირის იმის გამო, რომ უკვე საათებია რიგში დგას, მაგრამ მანქანის ავზი საწვავით ვერ შეავსო.

მოსკოვი, კრასნოდარი, იაროსლავლი და ანექსირებული ყირიმი - რუსეთის ქალაქებში ახალი რეალობა დადგა - ყველგან საწვავის დეფიციტია. ალბათ პარადოქსია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის მოქალაქეები ახლა საათობით დგანან რიგში, რათა ავზში რამდენიმე ლიტრი საწვავი მაინც ჩაასხან. ზოგიერთ რეგიონში საწვავის გაცემაზე ლიმიტიც კი დაწესდა - მხოლოდ 20 ლიტრი ერთჯერადად.

მიზეზი, რომელსაც კრემლი თვეების განმავლობაში მალავდა და ტექნიკურ შეფერხებას არქმევდა, რეალურად ცაშია. უკრაინულმა შორი რადიუსის დრონებმა რუსეთის ნავთობინდუსტრია წელში გადატეხეს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში 20-ზე მეტი მსხვილი ქარხანა გახდა თავდასხმის სამიზნე. შედეგად რუსეთში ბენზინის წარმოება ერთბაშად 25%-ით შემცირდა. მოსკოვის უმსხვილესი ქარხანა, რომელიც დედაქალაქის 40%-ს ამარაგებდა, მინიმუმ ნახევარი წლით მწყობრიდანაა გამოსული.

დეტალებით გუგა არჩვაძე