აფეთქება მონაკოში - მძიმედ არიან დაშავებულები უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლ-შვილი
აფეთქება იყო მონაკოში საცხოვრებელ შენობაში - როგორც Associated Press-ი წერს ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მძიმედ არიან დაშავებულები უკრაინელი მილიონერი, მაგნატი ვადიმ ერმოლაევი და მისი ცოლ-შვილი. გამოცემის ინფრომაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
აფეთქების შედეგად კიდევ ოთხმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები, თავდამსხმელი კი წინასწარი ინფრომაციით, საფრანგეთში გაიქცა.
მონაკოს ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს.
ეს, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმაა. რამდენადაც მე ვიცი, ეს პირველი ასეთი შემთხვევაა სამთავროს ისტორიაში“, - განაცხადა მონაკოს მთავრობის მეთაურმა, კრისტოფ მირმანმა.
სამართალდამცავები ახლა ადგენენ, იყო თუ არა მთავარი სამიზნე უკრაინელი ბიზნესმენი.
- უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვადიმ ერმოლაევი წარსულში უკრაინის 100 უმდიდრეს ადამიანს შორის იყო. მოგვიანებით მან კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 2023 წლიდან უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ანექსირებულ ყირიმში ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების გამო. ის ასევე ფიგურირებდა ერთ-ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც იმ უკრაინელ ოლიგარქებზე მომზადდა, რომლებიც ომის დროს ლაჟვარდოვან სანაპიროზე დასახლდნენ.