თეირანში, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს
თეირანში, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს. Iran International-ის ცნობით, ხამენეისთან ერთად სალოცავ დარბაზში მისი ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრებიც მიასვენეს.
ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 3 ივლისის დილით ხამენეის ცხედარი თეირანის მთავარ სალოცავში იმამ ხომენეის მოსალაში გადაასვენეს.
- ცერემონიას უცხო ქვეყნების დელეგაციებიც ესწრებიან, მათ შორის ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან.
დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე დღეს, რამდენიმე თანმხლებ პირთან და ოჯახის წევრთან ერთად დაიღუპა.