რუსული დასაქმების საიტი მოსკოვის ცის დასაცავად დრონების ოპერატორის ვაკანსიას აცხადებს
რუსეთის უდიდესი დასაქმების საიტი HeadHunter მოსკოვის ცის დასაცავად დრონების ოპერატორის ვაკანსიას აცხადებს, გამოცდილების გარეშე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კანდიდატებს მხოლოდ "ძირითადი ტექნიკური უნარები" და ამ სფეროში წინსვლის სურვილი სჭირდებათ. თუმცა, ანაზღაურება, რომელიც თვეში 150 000 რუბლიდან (1,950 აშშ დოლარი) იწყება, რაც მოსკოვში საშუალო ხელფასზე დაბალია.
ონლაინ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანდიდატებს ეძებენ მოხალისეთა დანაყოფისთვის, სახელწოდებით "საბრძოლო არმიის რეზერვი", რომლის ამოცანაა "დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და სათვალთვალო სისტემების გამოყენებით".
თქვენ იმუშავებთ მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობასთან, რომელიც შექმნილია ურბანული გარემოს დასაცავად," - ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოს აღწერა მოიცავს გაფრენამდე დრონების მომზადებასა და მათ გამოყენებას, სადაზვერვო მისიების განხორციელებასა და მონაცემთა ნაკრებების შესაგროვებლად ფრენების შესრულებას დღისითაც და ღამითაც.
Reuters-ი წერს, რომ ვერ შეძლეს დადგენა, როდის გამოქვეყნდა პირველად ვაკანსია, მაგრამ ის 1 ივლისს განახლდა.