მერი: მოსკოვის თავზე უკრაინული დრონები დაფრინავდნენ
მოსკოვის თავზე უკრაინული დრონები დაფრინავდნენ - ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობოიანმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.
მერის ცნობით, დრონების ნამსხვრევები რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოვარდა, სადაც სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის გენშტაბის მიერ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს.
გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში დაკარგეს 1,408,340 ჯარისკაცი; 12,074 ტანკი; 24,869 ჯავშანტექნიკა; 45,325 საარტილერიო სისტემა; 1,913 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1,469 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები; 436 თვითმფრინავი; 353 ვერტმფრენი; 389,110 დრონი; 4,847 ფრთოსანი რაკეტა; 33 საბრძოლო გემი [კატერი,ნავი]; 2 წყალქვეშა ნავი; 115,644 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი და 4,385 სპეციალური აღჭურვილობა.