„სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - მედიის ცნობით, ასეთი შეძახილები ისმის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე

04.07.26 12:04
„სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - მედიის ცნობით, ასეთი შეძახილები ისმის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე

„სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, ასეთი შინაარსის შეძახილები ისმის თეირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე.

თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზთან ათასობით ირანელი შეიკრიბა, რათა გარდაცვლილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის პატივი მიაგონ.

Iran International-ის თანახმად,  ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ხალხი ერთხმად სკანდირებს: „შურისძიება, შურისძიება“.

ხალხის ნაწილს პოსტერები აქვს, წარწერით: „ტრამპ, მკვლელო. ჩვენ მოგკლავთ“.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარი მოსალას სალოცავ დარბაზში ორშაბათამდე დარჩება. სამშაბათს ხამენეის ცხედარს ყუმში, ხოლო ოთხშაბათს ერაყში გადაასვენებენ. აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.