მიწისძვრას გადარჩენილი კაცის ამბავი - ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან 8 დღის შემდეგ ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს
მიწისძვრას გადარჩენილი კაცის ამბავი - ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან რვა დღის შემდეგ ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.
ჰერნან ალბერტო ხილ ფლორესი, ლა-გუაირაში ჩამონგრეული სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის დაახლოებით 9-მეტრიანი ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი.
სამაშველო ოპერაცია, რომელიც 70 საათს გრძელდებოდა, სპეციალისტები „სასწაულს“ უწოდებენ.
ჩილეს სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 40-წლამდე ჰერნან ხილი სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.