რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დაშავებულია ერთი ადამიანი

06.07.26 10:19
რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დაშავებულია ერთი ადამიანი

რუსეთმა 6 ივლისის ღამეს ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საერთო საცხოვრებელი, ავტოსადგომი და ავტოფარეხები. სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა.

ოდესის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, საავადმყოფოშია 2002 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელსაც მრავლობითი ნამსხვრევითი დაზიანებები აქვს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მეზობელ შენობებში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

მისივე თქმით, კიევის რაიონში დაზიანებულია ხუთი კერძო სახლი და საერთო საცხოვრებელი, ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. თავდასხმის შედეგები ჰაჯიბეის რაიონშიც დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები