ტრამპი ანკარაში, ნატო-ს სამიტზე ჩავიდა
Sky News-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ანკარაში, ნატო-ს სამიტზე ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დახვდა.
ცნობილია, რომ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი დღეს საღამოს დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სავარაუდოდ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს.