ტრამპი ამბობს, რომ თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვას „განიხილავს“

07.07.26 19:38
ტრამპი ამბობს, რომ თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვას „განიხილავს“

ვაშინგტონი განიხილავს თურქეთისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის საკითხს მას შემდეგ, რაც 2019 წელს ანკარის მიერ რუსული სისტემის შეძენის გამო პროგრამიდან გამოთიშა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ივლისს ანკარაში განაცხადა.

კითხვაზე, გააუქმებდა თუ არა CAATSA-ს (the Countering America's Adversaries Through Sanctions Act - ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სანქციების მეშვეობით ბრძოლის აქტი), რომელიც მან თურქეთს დაუწესა რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემების S-400-ის შეძენის გამო და რომელიც სხვათა შორის, F-35-ის ანკარისთვის მიყიდვას კრძალავს, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ვაპირებთ სანქციების მოხსნას“.
„ჩვენ არ გვსურს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ნატო-ს სამიტი თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო, შეიძლება არ დასწრებოდა.

ტრამპმა ისაუბრა უკრაინის ომზეც. მისი თქმით,  პუტინს და ზელენსკის „სამშვიდობო გარიგების დადება სურთ“  და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ამას ასე დიდი დრო დასჭირდა.

​პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ  ზელენსკისაც სურთ შეთანხმების მიღწევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამდენი დრო დასჭირდა.
​ვფიქრობ, რაღაც შედეგი აუცილებლად იქნება. ​ მინახავს ბრძოლის ველები.  სურათებს მიგზავნიან. სინამდვილეში, მინდა ვუთხრა: ნუ მიგზავნით. 
​პიტ ჰეგსეტი მიგზავნის სურათებს. მე ვეუბნები: „პიტ, იცი რა? ეს საერთო სურათს არ შველის", - განაცხადა ტრამპმა.