რუტე: მსოფლიო ჩემპიონატის შუაგულში ვართ და არცერთი გუნდი არ იმარჯვებს მხოლოდ ერთი მოთამაშით - იგივეა ნატო-ს შემთხვევაშიც!

07.07.26 19:52
რუტე: მსოფლიო ჩემპიონატის შუაგულში ვართ და არცერთი გუნდი არ იმარჯვებს მხოლოდ ერთი მოთამაშით - იგივეა ნატო-ს შემთხვევაშიც!

რადგან მსოფლიო ჩემპიონატის შუაგულში ვართ, ნება მომეცით, პატარა საფეხბურთო ანალოგიით დავიწყო. მიმაჩნია, რომ ფეხბურთი რაღაცას გვასწავლის. არცერთი გუნდი არ იმარჯვებს მხოლოდ ერთი ბრწყინვალე მოთამაშის გამო. საჭიროა მეკარე, მცველები, ნახევარმცველები, თავდამსხმელები, იგივეა ნატო-ს შემთხვევაშიც! - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში, ნატო-ს სამიტის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა.

ჩვენი პოლიტიკური ლიდერები განსაზღვრავენ მიმართულებას. ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველდღე არიან მოედანზე. თქვენ, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია, უზრუნველყოფთ გუნდის სიძლიერეს. აღჭურვილობა, ინოვაცია, წარმოების მოცულობა. იმისათვის, რომ გვქონდეს ძალა, მდგრადობა და გამძლეობა, ყველანი სრულად უნდა ვიყოთ ჩართულები თამაშში. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაა საჭიროა“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

რუტეს თქმით, გასულ წელს, ჰააგაში ნატო-ს სამიტზე, მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღეს - თავდაცვაში მშპ-ს 5%-ის ინვესტირება, წარმოებისა და ინოვაციების დაჩქარება.

ნატო-ს გენერალური მდივანი აბობს, რომ დღევანდელი დღე წარმოადგენს ისეთი კონტრაქტების ბრწყინვალე მაგალითს, როგორი კონტრაქტებიც ალიანსს სჭირდება. მან ხაზი გაუსვა, რომ როგორც მთავრობებმა, ასევე, ინდუსტრიის წარმომადგენლებმა უნდა გააგრძელონ ინვესტიციების ჩადება წარმოების სიმძლავრეებში. მთავრობებმა ასევე უნდა შექმნან პირობები ინდუსტრიის გაფართოებისა და თანამშრომლობისთვის.

ერთი წლის წინ, ჰააგაში, მოკავშირეებმა აიღეს ვალდებულება, რომ 2035 წლისთვის გაცილებით მეტ - მშპ-ს 5%-ს - ინვესტიციას განახორციელებდნენ თავდაცვაში და უკვე ვაღწევთ შესანიშნავ პროგრესს. ისინი შეთანხმდნენ თავდაცვის წარმოებისა და ინოვაციების გაზრდაზე და აი, ახლა, ერთი წლის შემდეგ, ანკარაში, უკვე ვაღწევთ შედეგებს.
ეს არის მილიარდები, რომლებიც ინვესტირდება ჩვენს უსაფრთხოებაში, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და მხარს უჭერს ასობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს არის გონივრულად დახარჯული ფული. დღეს დილით პირველი განცხადება ეხება პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერიდან ჰაერში საწვავის შევსებას და აღჭურვილობის სწრაფად გადატანას ალიანსის მასშტაბით. საქმე ეხება საჰაერო ძალას,რაც აუცილებელია ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. დღეს რამდენიმე მოკავშირე ოფიციალურად გამოაცხადებს Airbus A330 MRTT-ის მეათე თვითმფრინავის მოახლოებულ მიწოდებას „მრავალეროვნული მრავალფუნქციური ტანკერების სატრანსპორტო ფლოტისთვის.

 

მსგავსი სიახლეები